თერჯოლის N1 საჯარო სკოლა მოსწავლე ჯარჯი ჯამალაშვილით ამაყობს
17-05-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლა VIII-ა კლასის მოსწავლე ჯარჯი ჯამალაშვილით ამაყობს.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, მას მრავალმხრივი შესაძლებლობები და შრომით მოპოვებული გამარჯვებები აქვს. ის ლაურიატის წოდებას სიმღერაში ბუნებრივად უთავსებს მაღალაკადემიურ შედეგებს და "სმარტის" კონკურსებზე არაერთი დიპლომითა თუ სიგელით ჯილდოვდება. კერძოდ:
1. ქართული ენის კონკურსის ფინალურ ეტაპზე მან მაღალი შედეგი მიიღო და წარდგენილი იყო ნომინაციაზე - რელევანტური შეფასება;
2. ქართულ ენაში ქალაქის მასშტაბით უმაღლესი შედეგი მიიღო და წარდგენილი იყო ნომინაციაზე - რელევანტური შეფასება (მესამე ხარსხის დიპლომი);
3. მათემატიკის კონკურსის ფინალურ ეტაპზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და წარდგენილი იყო ნომინაციაზე - საუკეთესო მიგნება (მესამე ხარისხის დიპლომი);
4. ინგლისური ენის კონკურსის ფინალურ ეტაპზე მაღალი შედეგი დააფიქსირა და წარდგენილი იყო ნომინაციაზე - განსაკუთრებული აზროვნება;
5. ინგლისური ენის კონკურსში ფინალურ ეტაპზე გახდა ქალაქის მასშტაბით გამარჯვებული და წარდგენილი იყო ნომინაციაზე - განსაკუთრებული აზროვნება (მესამე ხარისხის დიპლომით).
სკოლის დირექცია მას წარმატებებს ულოცავს და მეტ გამარჯვებას უსურვებს.