მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარების მიზნით, მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის ეზოში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ნელი გასპარიანი ხელმძღვანელობდა. ზეიმზე ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის ეზო ლამაზად, საშემოდგომო ნობათით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ღონისძიებაში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: