ოლადაურის საჯარო სკოლის ანსამბლმა ფოლკლორულ ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია
17-05-2018
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა.
მონაწილეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა მიიღეს.
აღნიშნულ ოლიმპიადაში ოლადაურის საჯარო სკოლის ანსამბლმა ,,თარიანინო“ წარმატებას მიაღწია.