ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, საინტერესო ადგილებს სტუმრობენ.
ამჯერად, ისინი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით რაჭაში იმყოფებოდნენ. ბავშვებმა ეკლესია-მონასტრები მოინახულეს, საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.
აღნიშნულ დღეს მათ ასევე სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ემოციებით აღივსნენ.
ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი, საინტერესო და ინფორმაციული იყო.
სასკოლო საზოგადოება დირექტორს - ასმათ ხაბულიანს ლამაზი დღისთვის მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: