„აბაშა ჩემი სიამაყეა“ - გეზათის საჯარო სკოლამ საინტერესო პროექტი განახორციელა
17-05-2018
გეზათის საჯარო სკოლაში პროექტი „აბაშა ჩემი სიამაყეა“ გაიმართა.
პროექტი სკოლის ინფორმატიკული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებელმა თეა ფირცხალავამ განხორციელა.
პროექტში V-VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანი იყო ინფორმატიკული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების მოტივაციის ამაღლება, მოსწავლეების მიერ პროგრამა Power Point- ში მუშაობის უნარ ჩვევების განვითარება, საზოგადოებისათვის ჩვენი რაიონის ისტორიის გაცნობა, მოსწავლეებში შემოქმედებითი თანამშრომლობითა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება.
V – VI კლასის მოსწავლეებმა Power Point-ის საშუალებით გააკეთეს პრეზენტაცია აბაშის რაიონის ისტორიის, მისი ღირშესანიშნაობებისა (მუზეუმები, ეკლესიები, დაცული ტერიტორიები) და გამოჩენილი აბაშელების შესახებ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს სიმონ ჩიქოვანის, კონსტანტინე გამსახურდიას, დუტუ მეგრელის და ვერა შუბლაძის ლექსები.
ღონისძიებას მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მათ დადებითად შეაფასეს პროექტი და აღნიშნეს რომ მსგავსი პროექტებით საზოგადოება უკეთ გაიცნობს აბაშის რაიონს და მის ღვაწლმოსილ ადამიანებს. იხილეთ ფოტოები