შეუძლიათ თუ არა მასწავლებლებს შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის გაზრდა
13-11-2023
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განმარტებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. თუმცა, შეიძლება თუ არა  ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი გაკვეთილების რაოდენობის გაზრდა?!

„ეროვნულ სასწავლო გეგმაში ყველა საგნისთვის დაზუსტებულია შემაჯამებელი დავალებების მინიმალური სავალდებულო რაოდენობა თითოეული სემესტრისათვის ცალ-ცალკე. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა ჩაატაროს სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების დადგენილი რაოდენობა. თუმცა, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე მასწავლებელს შეუძლია დაამატოს შემაჯამაბელი დავალებები.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ დაესწრო შემაჯამებელ დავალებას, სკოლამ უნდა შეუწყოს ხელი და შესთავაზოს დამატებითი შემაჯამებელი სამუშაო. შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ვრცელდება, როგორც სვალდებულო, ისე  მასწავლებლის მიერ დამატებულ შემაჯამებელ დავალებებზე. გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით“, - განმარტებულია ოფიციალურ დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203