რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებით-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდნენ
17-05-2018
რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ მოსწავლეთა შემეცნებით-გასართობ შეჯიბრში - „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სხვა დაბრკოლებები გადალახეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებით დასმული კითხვები, ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

სკოლის აღსაზრდელებმა შეჯიბრში მე-3 ადგილი დაიკავეს.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების ფონდის, საქართველოს სკაუტური მოძრაობის (სსმო) ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203