ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ საუკეთესო ესეების კონკურსში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა
17-05-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში თემაზე „ჩემი პროფესია“ საუკეთესო ესეების გამოსავლენად ფინალი ჩატარდა.

10 ნამუშევრის ავტორმა მათ მიერ შესრულებული ნაშრომების პრეზენტაცია წარმოადგინა.
ჟიურიმ გამოავლანა გამარჯვებულები.

I ადგილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე-სალომე გიორგაძე 
II ადგილი ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე-ნინო მანველიშვილი
III ადგილი ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლე-ელენე თარხნიშვილი.

პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს ფულადი საჩუქარი მერიისაგან 200 ლარის ოდენობით  გადაეცა, მეორე ადგილზე გასულმა მოსწავლემ 150 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლე 100 ლარით დასაჩუქრდა.
 
ამავდროულად, ესეების კონკურსის ყველა ფინალისტ მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.  

ღონისიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203