„სპორტი ბარიერების გარეშე“-ლელოვანის საჯარო სკოლამ შეჯიბრში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია
17-05-2018
ახალციხეში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტის ფინალურ თამაშში კალათბურთსა და სპრინტის სახეობებში ერთმანეთს  მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ. 

პროექტის სახელწოდება გახლავთ „სპორტი ბარიერების გარეშე“.

აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობას ლელოვნის სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდებიც იღებდნენ.

სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ მარიამ სირბილაძემ გოგონათა შორის სპრინტში მეორე ადგილი დაიკავა.

დირექცია მას წარმატებას ულოცავს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203