დამიაგეორარხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ
13-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონდომებით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და მეორე ეტაპზე გადავიდნენ, სადაც „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.