„მასწავლებლების ხელფასებზე გადაწყვეტილებას მათთან ერთად მივიღებთ“ - მინისტრი
13-11-2023
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ისაუბრა, თუ რა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და დასძინა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ყველა რეფორმის შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

„დეკემბრის შუა რიცხვებში, გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით პრეზენტაცია იმ რეფორმებისა, რომელიც ახლა სამინისტროში მუშავდება.

ახლა ვარ ჩართული მასწავლებლებთან პირად კომუნიკაციაში; ახლახან გვქონდა პედაგოგებთან დისკუსია ამ საკითხზე, როგორ სჯობს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა. ამ კვირაში რეგიონებში გაქვს შეხვედრები დაგეგმილი და გვინდა, პროცესში ყველა მასწავლებელი ჩავრთოთ; არ გვსურს, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ.

უახლოესი ორი-სამი კვირა დაეთმობა მასწავლებლებთან კომუნიკაციას და საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ მათ სახელფასო პოლიტიკას.

ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი იცვლება და დაახლოებით, სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს, დაახლოებით, 500 ლარით და მეტით გაეზრდება ანაზღაურება. ახლო პერიოდში გვექნება პრეზენტაცია, სადაც დეტალურად, მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკას და სხვა სიახლეებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203