საბავშვო ბაღებში მართვის ახალი სისტემა დაინერგება - დეტალები
15-11-2023
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომელიც ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებსაც ეხება.
დოკუმენტის თანახმად, საბავშვო ბაღებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის გაზრდა და ეფექტური მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
ასევე დაინერგება გაერთიანებისა და ოჯახის ურთიერთობის ოპტიმალური ფორმები; მოხდება ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.