„მინისტრის ბრძანება ვერ პასუხობს მოთხოვნებს“ - რა ცვლილებებზე საუბრობს გიორგი ამილახვარი
20-11-2023

რა საკვები უნდა იყიდებოდეს სკოლის ბუფეტებში - ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება არსებობს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ჩიფსის, ტკბილი გაზიანი სასმელის და სხვა მავნე პროდუქტის გაყიდვა, თუმცა კონტროლის მექანიზმი რამდენად მოქმედებს, ცალკე მსჯელობის საგანია.

სწორედ ამ საკითხზე გააკეთა კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ და აღნიშნა, რომ არსებული ბრძანება არაეფექტურია:

„არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს გვაქვს, ამიტომ უახლოეს მომავალში ყველა უწყების, მათ შორის, მშობელთა ასოციაციის, ჩართულობით ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში. ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ არსებულ ბუფეტებში რა სიტუაციებიც გვაქვს, გამოსწორდეს და შემდეგ გადავიდეთ მეორე ეტაპზე".

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203