ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ მძლეოსნობაში წარმატებით იასპარეზა
17-05-2018
შუახევის სასპორტო სკოლაში სპორტული ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის პირველობაზე მძლეოსნობაში ჩატარდა.  

პირველობაში ცინარეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე ხუჯაძე მონაწილეობდა. 

მან სპრინტში (60 მეტრი) მეორე ადგილი აიღო, რისთვისაც მედლითა და სიგელით დაჯილდოვდა. 

ცინარეთის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები ულოცავენ მოსწავლეს და სპორტის პედაგოგ ჯემალ დიასამიძეს მიღწეულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203