ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი დაათვალიერეს
17-05-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ იმყოფებოდნენ. 

სასწავლო ექსკურსიას ფიზიკის პედაგოგი დალილა ჯიშკარიანი და ქიმიის მასწავლებელი ირმა გოქაძე-გაბისონია ხელმძღვანელობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსურსისია მიზნად ისახავდა ქიმიისა და ფიზიკის საგნების პოპულარიზაციას და მოსწაავლეთა მოტივციის ამღლებას.

„მოსწვლეებმა სასწალო პროგრამით გათვალისწინებულ თემებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. შეამოწმეს თუ რატომ გვაძლევს ძალაში მოგებას მოძრავი ჭოჭონაქები, რატომ შეგვიძლია ლურსმნებზე დაწოლა, ისე რომ, არაფერი გვავნოს. მოზარდებმა ასევე მაქსველის ქანქარა და ზარმაცი სარკე ნახეს. ლაბორატორიის დათვალიიერების შემდეგ კი ქიმიის შოუს უყურეს.მოსწავლეთა მოტივცია და ჩართულობა იყო მაღალი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203