ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინიატურების პარკში საქართველოს კუთხეების შესახებ პროექტი განახორციელეს
17-05-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეკვეთილში პარკის -„საქართველო მინიატურებში“ ტერიტორიაზე საქართველოს კუთხეების შესახებ პროექტი, დევიზით - „ეს ჩემი საქართველოა“ განახორციელეს. 

მე-5 კლასის დამრიგებელი ლია რატიანია, ისტორიას კი მეხუთეკლასელებს კამელია მინდაძე ასწავლის. 

სკოლის წარმომადგნელის თქმით, მოსწავლეებმა დაწვრილებით მიმოიხილეს აფხაზეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის, ფშავის, ხევსურეთის, სვანეთის და კახეთის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, ეკონომიკა, ტრადიციები და ღირსშესანიშნაობები. თითოეულ გუნდს ჰქონდა დევიზი. 

„აქტივობით მოსწავლეებმა წლის მანძილზე „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში შეძენილი ცოდნა პროექტის სახით შეაჯამეს. გამოავლინეს და განუმტკიცდათ ღია სივრცისა და ფართო აუდიტორიის - მასწავლებლების, მშობლების და უხვად მყოფი ტურისტების წინაშე პრეზენტაციების უნარ-ჩვევები, რაც პროექტული სწავლების დადებით მხარეებზე მეტყველებს. აღნიშნული ღონისძიება სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების და თემის ერთობლივი მუშაობის შესანიშნავი მაგალითი გახლდათ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203