„იზრუნე, არ იძალადო“ - რუსთავის N16 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
17-05-2018
რუსთავის N16 საჯარო სკოლაში პროექტის - „იზრუნე, არ იძალადო“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები შეაჯამეს.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. 

რუსთავის მერმა პროექტში ჩართულ მოსწავლეებს მადლობის სიგელები გადასცა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით 200- ზე მეტი ქოთნის მცენარე დარგეს და მათ მოვლაზეც ზრუნავენ.

მოზარდებთან ერთად, მცენარეთა დარგვაში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

„პროექტის - „იზრუნე არ იძალადო“ მიზანი სკოლის მოსწავლეებში არაძალადობრივი ცნობიერებისა და სამოქალაქო კულტურის ამაღლება იყო“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203