ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლიკა შავაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ხულოს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური კონკურსის პირველი ეტაპი14 ნოემბერს ჩატარდა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაცია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები: