ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ მასწავლებლებს ღონისძიება მიუძღვნეს
15-11-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბურნაშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლების ღვაწლსა და შრომას განსაკუთრებით აფასებენ, მათ დიდი სიყვარულით მადლობას უხდიან გაწეული შრომისთვის. 

სწორედ ამის დასტური იყო, მასწავლებლის დღეზე, მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომლითაც ბავშვებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მადლიერება საყვარელი პედაგოგების მიმართ. 

მოსწავლეებმა წარადგინეს შთამბეჭდავი პრეზენტაცია, მასწავლებლებს, მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე ბავშვების ყურადღებით გახარებული პედაგოგებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203