„ეძიებდე და ჰპოვებდე“ - კერძო სკოლა „რუსთველში“ ვიქტორინა გაიმართა
17-05-2018
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველში“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვიქტორინა - „ეძიებდე და ჰპოვებდე“ გაიმართა. 

ერთმანეთს VIII და VIII კლასების მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ვიქორინას ჟიური აფასებდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასებს შორის ჯანსაღი კონკურენცია, ნასწავლისა და დამოუკიდებლად მიგნების გამომჟღავნების სურვილი, გამართულად შედგენილი ტურების საკითხები ჟიურის წევრებს მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასების შესაძლებლობას მაქსიმალურად აძლევდა.

„ბლიც შეკითხვებზე გაცემულ პასუხებში კარგად ჩანდა სწრაფი რეაგირება და წაკითხულის ორგანიზება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.    

საბოლოოდ, შიდა შეჯიბრი VIII კლასის ფინალისტებს შორის ანა სადაღაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არანაკლებად გამოიჩინეს თავი: გიორგი ხაჭაპურიძემ, საბა ბალიშვილმა, ზურა ხუციშვილმა, მილედი შონიამ, ლუკა ჩაჩანიძემ, ნიკა ასლანიშვილმა, ანანო მელიავამ, ანა კაპანაძემ, ქეთი კაპანაძემ, თამთია რაზმაძემ და ნიტა ჯაფარიძემ.     
     
„მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის მოტივაციის საგანია მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებისა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203