მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო დისციპლინას ეუფლებიან. ზოგიერთი საგნის სწავლა მათთვის სახალისოა, ზოგიერთი კი არ უყვართ და ერთულებათ. რასაკვირველია, არიან მოსწავლეებიც, რომლებიც ყველა საგანს თანაბარი მონდომებით სწავლობენ. ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანის ინტერესებზეა დამოკიდებული.
მარტივი არ არის იმ საგნების დასახელება, რომლებიც მოსწავლეებს ყველაზე ნაკლებად უყვართ. ამ საკითხის დასადგენად აშშ-ში არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა. საბოლოო ჯამში, ყველა, ფაქტობრივად, ერთ პასუხამდე მიდის - მოსწავლეებს ყველაზე ნაკლებად მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები უყვართ. ამას კი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. კვლევების მიხედვით, ზემოთხსენებული საგნები აშშ-ის სკოლის მოსწავლეებში ყველაზე ნაკლებპოპულარულია.
მათემატიკა
მოსწავლეთა უმრავლესობისთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი საგანი სწორედ მათემატიკა აღმოჩნდა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ მათემატიკა რთულია, რაც მათ აფრთხობთ. მოსწავლეების ნაწილს ამოცანების ამოხსნა უჭირს და ფორმულებს სწორად ვერ იყენებს. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკური უნარებს ადამიანების კარიერასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამიტომ, სასურველია, რომ მოსწავლეებმა სცადონ და მათემატიკას უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ესაა ყველაზე ნაკლებად საყვარელ დისციპლინებში მეორე ადგილზე. მოსწავლეები სხვადასხვა კვლევაში აღნიშნავენ, რომ მათთვის განსაკუთრებით რთული ფიზიკა და ქიმიაა. ზოგიერთი მათგანისთვის ექსპერიმენტების ჩატარება, მეცნიერული ფაქტების დამახსოვრება და ამოცანების ამოხსნა დამღლელია. მათთვის სხვადასხვა ცნების გააზრება და ფორმულების გამოყენება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების ნაწილი მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ზოგიერთ შემთხვევაში მცდელობა უშედეგოა.
ამ საგნების ცოდნის საჭიროება თანამედროვე სამყაროში კიდევ უფრო ნათელია, ამიტომაც, სასურველია, რომ მოსწავლეებმა მათ სწავლას უფრო მეტი დრო დაუთმონ და დიდი მონდომება გამოიჩინონ.