ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების თაობაზე ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.
განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.
იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.
არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, 10 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სტანდარტთან/კომპონენტთან მიმართებით მიიღებს ავტორიზაციის დებულების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანება) 21-ე მუხლის 11 და/ან 12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან დაკავშირებით.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაწესებულება შეფასდა როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.