„საქართველო ნარკოტიკების გარეშე“ - ანდეზიტის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია გაიმართა
17-05-2018
ანდეზიტის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია - „საქართველო ნარკოტიკების გარეშე“ ჩატარდა. 

ღონისძიებას პედაგოგი მანანა იაკობიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა ნარკოტიკების მავნებლობაზე, მისი მოხმარების დამანგრეველ შედეგებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ნარკოტიკული საშუალებების მავნებლობის შესახებ მოზარდებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას.  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203