აზავრეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
16-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ეს დღე პედაგოგმა მათ დღესასწაულად უქცია და ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა.

მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია საზეიმოდ მორთულმა საკლასო ოთახმა კიდევ უფრო აამაღლა.

ბავშვები პირველ ასო-ბგერებს ყურადღებით, ინტერესით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას თავადაც დიდი მონდომებით ცდილობდნენ.

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მსგავსი მრავალფეროვანი გაკვეთილები ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203