‘’ეტალონის’’ შესარჩევმა ტურმა ველისციხის სკოლის მოსწავლეებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია
18-11-2016

გაკვეთილების შემდეგ, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში ჩატარდა ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ტური. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მე-8 მე-11 კლასის  მოსწავლლები, სულ 18 მოსწავლე.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ინტელექტ-ჩემპიონატის უფროსი ტრენერი ნანა ნიკოლაშვილი, რომელსაც ეხმარებოდნენ თანატრენერები ნინო შალაშვილი და ნათია ტატიშვილი.

ოლიმპიადის პირველი ტურის მიმდინარებაზე მონიტორინგს ტრენერებთან ერთად ახორციელებდა სკოლის დირექტორი ნინო ნესუაშვილი, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავს სკოლის მოსწავლეთა წინსვლაზე და ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მოსწავლეს წარმატებით განვითარდეს.

ოლიმპიადის მსვლელობის დროს მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ ტესტის შევსებას.

როგორც ტრენერები აღნიშნავენ, მოსწავლეები მონაწილეობის დროს გამოხატავდენენ აშკარად დიდ კმაყოფილებას და სიხარულს.

მოსწავლეების ნამუშევრები შემოწმდა უფროსი ტრენერისა და ტრენერების მიერ. 

ველისციხის სკოლა წარმატებას უსურვებს სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: 

"დაე, მათი ინტელექტუალური და სამოქალაქო კომპეტენტურობა გამხდარიყოს სკოლის აღსაზრდელებისთვის კარგი მაგალითის მიმცემი, დაე ისინი გახდნენ ეტალონი შემდგომი თაობებისთვის." - აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები. 

''ეტალონის'' შესარჩევ ტურში გურჯაანის სკოლების უმრავლესობა ჩაერთო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203