ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფეხბურთის გუნდმა წარმატებით იასპარეზა
17-05-2018
ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფეხბურთის გუნდმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრის, დავით თანდარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ტრადიციულ ღია პირველობაში წარმატებით იასპარეზეს. პირველობა 2004-2005წწ დაბადებულ მოსწავლე სპორტსმენებს შორის გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა თასი მოიპოვეს და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები