ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არჩევნების შესახებ ლექცია მოისმინეს
17-05-2018
ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მე-3 საფეხურის მოსწავლეებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და უმაღლესი საარჩევნო კომისიის ერთობლივი სასწავლო სამეცნიერო პროექტის - „ჩემი პირველი არჩევნები“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი თორნიკე მჟავანაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა არჩევნების შესახებ ლექცია მოისმინეს. საკითხები შეეხებოდა საარჩევნო პროცედურებს, ისტორიასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას.