„სიყვარულო ძალსა შენსა“ - შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
17-05-2018
შუქრუთის N1 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ლიტერატურული კლუბის წევრების ინიციატივით ღონისძიება - „სიყვარულო ძალსა შენსა“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საკლასო ოთახი მორთეს და თემატური ლექსები და ციტატები წაიკითხეს. ლექსები აღსაზრდელებს პედაგოგებმაც ექსპრომტად წაუკითხეს და ახალგაზრდობის დღეები მოიგონეს. 

„ღონისძიებაზე სუფევდა სიყვარულითა და სითბოთი გაჯერებული განწყობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203