ვალეს N1 საჯარო სკოლაში კონფერენცია ინგლისურ ენაზე ჩატარდა
17-05-2018
ვალეს N1 საჯარო სკოლაში „American corner“-თან ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში ინგლისურ ენაში მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენცია თემაზე  „განსხვავებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები“ - Different cultures and traditions გაიმართა. 

კონფერენციაში მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ილაპარაკეს. 

ვალეს N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ინგლისური ენის მასწავლებლებს ჯულიეტა საანიშვილსა და მარინა ჯანაშვილს, მაია თელიაშვილს - ინიციატივისთვის და „American corner“-ის წარმომადგენელს ლელა ცაგარეიშვილს თანამშრომლობისათვის. 

„ამერიკის კუთხესა“ და სკოლას შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203