იანვრიდან მასწავლებლებს 500 ლარით გაეზრდებათ თუ არა ხელფასი? - კითხვით etaloni.ge-მ სამინისტროს მიმართა
17-11-2023

„2024 წლიდან, სრული საათობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებლების ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება“ - ეს სიახლე პრემიერ-მინისტრმა მასწავლებელთა ეროვნულ დღეს, 27 ოქტომბერს ღონისძიებაზე გაავრცელა.

„პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა იქნება 500 ლარის ფარგლებში“ - მინისტრი

მას შემდეგ, საკითხი ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშიც გაიწერა:

„პედაგოგების ანაზღაურება 500, 600 და 700 ლარით გაიზრდება“ - პრემიერი

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის (კვირაში არანაკლებ 18 საგაკვეთილო საათი) მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით. ამ მიზნით პირველად ვარიანტთან შედარებით დამატებით გამოიყო 30,0 მლნ ლარი“, - აღნიშნულია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

„2024 წლიდან მასწავლებლების ხელფასი 500 ლარით და მეტით გაიზრდება“ - პრემიერი

შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ პედაგოგების ხელფასი სრულად 500 ლარით იანვრიდან კი არ გაიზრდება, არამედ, თანხის მომატება ეტაპობრივად მოხდება; ბუნებრივია, ასეთ მიდგომას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის უკმაყოფილებაც მოჰყვა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ დეტალების გარკვევა განათლების სამინისტროსთან სცადა.

„არ მინდა, სტატუსის მოპოვება ხელფასის მატების საშუალებად იქცეს... ანაზღაურების გაზრდა, ისედაც ჩვენი პასუხისმგებლობაა“ - გიორგი ამილხვარი

500 ლარით მასწავლებლების ხელფასი იანვრიდან იზრდება თუ პედაგოგებს ანაზღაურება ეტაპობრივად მოემატებათ? - კითხვით სამინისტროს ცხელ ხაზს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ დეკემბერში ჩატარდება ბრიფინგი და ყველა დეტალი იქ გარკვევა.

„სხვა ინფორმაციის გაცემა ამ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია“, - გვიპასუხეს ოფიციალურ უწყებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203