„ეს არ იყო ბოლო ზარი, ეს ხელოვნების ნიმუშია“-ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი შთამბეჭდავად ჩატარდა
17-05-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი შთამბეჭდავად ჩატარდა. 

კერძოდ, მოსწავლეებმა სხვადასხვა ღონისძიება მოაწყვეს, მათ შორის კონცერტები, რომელზეც ცეკვები, სიმღერები და თეატრალური დადგმები წარადგინეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, ბოლო ზარმა ემოციურად და ეფექტურად ჩაიარა. 

„ძალიან მაგარმა  ბავშვებმა ულამაზესი საღამო გვაჩუქეს. მინდა თითოეულ მათგანს დიდი წარმატება ვუსურვო. ეს არ იყო ბოლო ზარი, ეს ხელოვნების ნიმუშია.“-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები



  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203