ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში კონკურსი ჩატარდა
17-05-2018
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნებში კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა. 

კონკურსს პედაგოგი ხათუნა უსტიაშვილი ხელმძღვანელობდა. ღონისძიება განახორციელეს პედაგოგებმა ხათუნა უსტიაშვილმა, მანანა ლემსაძემ და მზია სირაბიძემ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსის მიზანი იყო, საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება, ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლეთა წახალისება და სწავლის მიმართ მოტივაციის გაზრდა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეები მაღალი აკადემიური მაჩვენებლის მიხედვით (8-9-10 ქულიანები) შეირჩა. პედაგოგებმა აღსაზრდელების სურვილიც გაითვალისწინეს.

კონკურსისთვის საკითხები კლასების მიხედვით შედგა, ფიზიკიდან, ქიმიიდან და ბიოლოგიიდან. სულ წარმოდგენილი იყო 30 საკითხი რომელთა ამოსახსნელად მოზარდებს 45 წუთი ჰქონდათ. 

პირველი ტური ტესტური სახით ჩატარდა. მეორე ტურში 11 მოსწავლე გადავიდა. მეორე ტური ბლიც კითხვებთ წარიმართა. კონკურსი დაყოფილი იყო კატეგორიებად ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ბუნებისმეტყველება, სადაც სამივე საგანი იყო გაერთიანებული. მოსწავლეებმა თავად აირჩიეს კატეგორია და თითო კატეგორიაში 10 კითხვას გასცეს პასუხი. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

I ადგილი ორმა მოსწავლემ - მეათეკლასელებმა თამარ ყურშუბაძემ და მანანა მამულაძემ გაინაწილა. 

II ადგილი მე-11 კლასის მოსწავლე ლინდა ბოლქვაძემ აიღო. 

III ადგილზე კი მეთერთმეტეკლასელი ნინო გორგილაძე გავიდა. 

მოსწავლეები საბუნებისმეტყველო კათედრამ და სკოლის დირექციამ სიგილებით და ფასიანი  საჩუქრებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203