საბუეს და ახალსოფლის N1 საჯარო სკოლების მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ეწვივნენ 
20-11-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს და ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საინტერესო სასწავლო და შემეცნებით პროექტებში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები პროექტში - „პროფესიული უნარების განვითარების კურსის, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში”, დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ და პროფესიულ სწავლებასთან დაკავშირებით საინტერესო საკითხებსაც გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში, ბავშვები პროფესიულ კოლეჯს სტუმრობდნენ, სადაც სხვადსხვა პროფესიის შესწავლაზე ისაუბრეს, ახლოდან ნახეს სწავლების პროცესი, გაიზიარეს კოლეჯის სტუდენტთა გამოცდილება და სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

მოსწავლეებისთვის დღე საინტერესო, შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203