დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის კვირეული გაიმართა
18-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში გაზაფხულის კვირეული გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირის ყოველი დღე კონკრეტულ თემას მიეძღვნა.

ორშაბათი მოსწავლეებმა სკოლის დღედ გამოაცხადეს, სამშაბათი ბავშვობაში დაბრუნების დღედ, ოთხშაბათის დღის თემა იყო - ტყუპები, ხუთშაბათის - კი ხანდაზმულთა დღე. პარასკევს მოზარდებმა კვირეული გაზაფხულის დღის აღნიშვნით დააგვირგვინეს. 

„კვირეული ფერადი, ხალისიანი და კრეატიული გამოვიდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203