მოსწავლეების ვალდებულებები სკოლის, მასწავლებლისა და დირექციის წინაშე - დოკუმენტი
26-11-2023
ბოლო პერიოდში მოსწავლეები სულ უფრო ხშირად აპელირებენ საკუთარ უფლებებზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ აქვთ მოვალეობებიც სასკოლო საზოგადოების წინაშე და ამ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს, რომელიც დაახლოებით 2 ათეული წელია არ შეცვლილა, თუმცა ამ დრომდე მოქმედია.

გთავაზობთ იმ მოვალეობების ჩამონათვალს, რომელთა შესრულებაც მოსწავლეების პირდაპირი ვალდებულებაა:

მოსწავლე დროულად უნდა გამოცხადდეს გაკვეთილზე ან სასკოლო ღონისძიებაზე; ასევე უნდა ჰქონდეს გაკვეთილისთვის აუცილებელი ყველა ნივთი და გამოხატოს საკუთრი აზრი სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე;

ბავშვს არ აქვს უფლება, გამოიყენოს მობილური ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა სასწავლო პროცესის დროს არასასწავლო მიზნით.

მოსწავლეს არ აქვს უფლება, დატოვოს გაკვეთილი მასწავლებლის ნებართვის გარეშე, არ უნდა დააზიანოს სკოლის ქონება. ვალდებულია დაიცვას სისუფთავე სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; ასევე  მოსწავლეს არ აქვს უფლება, ეწეოდეს პოლიტიკურ და რელიგიურ პროპაგანდას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203