„საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“-ახალციხის №5 საჯარო სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია
18-05-2018
სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორის, მაია თათეშვილის ინიციატივითა და სკოლის დირექციის მაქსიმალური მხარდაჭერითა და ჩართულობით, ახალციხის №5 საჯარო სკოლის მასწავლებელთა პირველი  სასკოლო კონფერენცია - “საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“ გაიმართა.       

კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა საუკეთესო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარებას; კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას; სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.  

კონფერენციაზე რეგისტრაცია, მონაწილეობის ინსტრუქცია, კონფერენციის ძირითადი მიმართულებები, სავარაუდო თემები, შეფასების ინსტრუმენტები, ეტაპები და ვადები,  მე-5 საჯარო სკოლის ყველა დაინტერესებული მასწავლებლისათვის ელექტრონულად  ხელმისაწვდომი იყო.  

სკოლაში შექმნილ საკონკურსო კომისიაში ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, პედაგოგიკის დოქტორი ირმა ქურდაძე.   


კომისიამ მასწავლებელთა მიერ სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილ ელექტრონულ მისამართზე გამოგზავნილი ნაშრომები შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით დადებითად შეაფასა, რის შედეგადაც მასწავლებელთა პირველი სასკოლო კონფერენცია შედგა. 


მასში მონაწილეობა მიიღო ახალციხის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე სულაქველიძემ თემით: ,,როგორ ვმუშაობ ლიტერატურულ პარალელებზე მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით“ და ახალციხის №5 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ხათუნა ბალახაშვილმა თემით: “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სკოლაში“.   


კონფერენციაზე მომხსენებლებმა კოლეგებს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება გაუზიარეს. 


კონფერენცია სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ შეაჯამა, რომელმაც მომხსენებლებს, მარინე სულაქველიძესა და ხათუნა ბალახაშვილს საინტერესო  წარმოდგენისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და მათ საჩუქრად სერტიფიკატები და  მეხსიერების ბარათები გადასცა. ასევე, მადლობა გადაუხადა მაია თათეშვილს კონფერენციის დაგეგმვისა და ელექტრონულად ყველა საჭირო და დროში გაწერილი  სამუშაოს განხორციელებისათვის.  


ასეთი ტიპის კონფერენციები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი წარმატებული პრაქტიკა, რაც პედაგოგებს დაეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვასა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. 


იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203