ისტორიის გამოცდიდან ამოღებულია ილუსტრაცია და გაორმაგებულია დახურული კითხვები - კიდევ რომელ საგნებს შეეხო ცვლილება 2024 წლის ეროვნულებზე
21-11-2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის საგამოცდო პროგრამები გამოაქვეყნა და აღსანიშნავია, რომ ტესტურ დავალებებს სხვადასხვა საგანში გარკვეული ცვლილებები შეეხო.

მაგალითად შეცვლილია უცხოური ენის ტესტი, სადაც თხზულების პირობას აპლიკანტი აღარ უნდა დაეთანხმოს ან უარყოს - პირდაპირ უნდა დაიწეროს მოსაზრება, რომელიც არგუმენტებით იქნება გამყარებული.

უცხოური ენის გამოცდაზე თემის პირობა იცვლება - სიახლე აბიტურიენტებისთვის

რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, მას ცვლილება არ შეხებია ისევე, როგორც მათემატიკის ტესტურ დავალებებს; უცვლელია საგამოცდო დროც და მაქსიმალური ქულებიც;

სამაგიეროდ არაერთი ცვლილებაა ისტორიის საგამოცდო ტესტში. გართულდა თუ გამარტივდა, ამას საგნის სპეციალისტები შეაფასებენ,. ჩვენ კი გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით, დახურული კითხვების რაოდენობა გაორმაგდა.

2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე ისტორიაში იყო 15 დახურული კითხვა, 2024 წლის აბიტურიენტებს კი 35 დახურულ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

საგამოცდო სიახლეებთან დაკავშირებით „ნაეკი“ აბიტურიენტებს 22 ნოემბერს შეხვდება - როგორ უნდა მოიქცნენ დასწრების მსურველები 

რუკის ანალიზი წელს დახურული კითხვების გამოყენებით მოხდება მაშინ, როცა 2023-ში ამ დავალებას ღია კითხვები ეხებოდა. ისტორიის ტესტიდან ასევე ამოღებულია ილუსტრაცია.

რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს, შარშანდელი ტესტისგან განსხვავებით, ამოღებულია პირველყოფილი საზოგადოება (ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა); ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები და ფინიკიური კოლონიზაცია; რუსეთ-ირანის ომები; თურქეთი პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის; დიდი დეპრესია...

დამატებულია; პელოპონესის ომი; შუმერი; ხეთები; ინდოეთისა და აფრიკის დეკოლონიზაცია; ნიურნბერგის პროცესი.

ტესტური დავალებები 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე - ყველა საგანი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203