კონკურსი სომხურ ენასა და ლიტერატურაში-არაგვის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
18-05-2018
არაგვის საჯარო სკოლაში მე-6 და მე-7 კლასებს შორის ვიქტორინა სომხურ ენასა და ლიტერატურაში გაიმართა. 

ვიქტორინის მიზანი სომხურ ლიტერატურაში მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და გაღრმავება იყო. 

ვიქტორინის პირველ და მეორე ტურში მოსწავლეები კითხვებით და აფორიზმებით ეჯიბრებოდნენ. 

მესამე, დასკვნითი ნაწილი კულინარიულ დუელს დაეთმო. მოსწავლეებმა სალათი ლიტერატურული თემის მიხედვით მოამზადეს; სომხური სიმღერები შეასრულეს. საბოლოოდ, მეგობრობამ გაიმარჯვა და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

ვიქტორინის ორგანიზატორი სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჰაიკანუშ გადიანი იყო. 

ღონისძიებას სკოლის დირექტორ ანდრიას აბდოიანთან ერთად სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203