როგორია შენი სწავლების სტილი და როგორ უნდა შეაფასოს/დააფასოს მასწავლებელმა მისი ძლიერი მხარეები
28-11-2023
სწავლა ერთ-ერთი რთული პროცესია, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებისთვისაც ეს ვალდებულებასთან ასოცირდება. მაშინ, როცა იაზრებ კენწეროში გატკბილების არსს, თუმცა გაშინებს სწავლის ძირის სიმწარე - საკუთარ თავთან მუშაობაა აუციულებელია!

დავიწყოთ მთავარი კითხვით - როგორია თქვენი სწავლების სტილი? 

ყოველთვის ეცადეთ, რომ ისწავლოთ ინტერესით და არა იძულებით, იფიქრეთ, თუ რამდენად იზრდებით ახალი ინფორმაციის მიღებისას და მოარგეთ სწავლის სტილი თქვენს სურვილებსა და ინტერესებს. 

ისწავლეთ თქვენი ძლიერი მხარეები 

ყველას გვსმენია ალბერტ აინშტაინის ციტატა: „ყველა გენიოსია. თუ თევზს ხეზე ასვლის უნარით შეაფასებთ, ის მთელი ცხოვრება იცხოვრებს იმით, რომ სულელია“ - ასე რომ, თქვენი წარმატების საუკეთესო შანსია იპოვოთ სწავლის სტილი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს ძლიერ მხარეებს. 

იფიქრეთ მიზანზე 

„მიზანი ამართლებს საშუალებას“, - გაცვეთილი ფრაზაა, თუმცა თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის გამონახავ საშუალებას მიაღწიო საწადელს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203