ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მიმდინარეობს
18-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში მე-6 კლასში თემაზე - „ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო“ სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილს სკოლის დირექტორი და პედაგოგი ლიანა ბოლქვაძე უძღვებოდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და აღნიშნულ თემაზე წლის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შეჯამებას. 

პედაგოგი აღსაზრდელებს ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე და მავნე ჩვევების უარყოფით მხარეებზე ესაუბრა. მოზარდებს აუხსნა თუ როგორ გაუწიონ ადამიანს პირველადი დახმარება. 

მოსწავლეებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე კვების გავლენა აღწერეს და ჰიგიენის მნიშვნელობა აღნიშნეს. 

მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა არგუმენტები მოეყვანათ და თანატოლები დაერწმინებინათ, თუ რატომ არ უნდა იკვებონ სწრაფი კვების კერძებით და რატომაა აუცილებელი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. 

პედაგოგი ასევე მოზარდებს თამბაქოსა და ნარკოტიკების მავნებლობაზე და მისი მოხმარების დამანგრეველ შედეგებზე ესაუბრა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203