„მზექაში“ 26 მაისისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი მოეწყო
18-05-2018
ახალციხის კერძო სკოლა „მზექაში“ 26 მაისისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი-გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეები შეჯიბრში აქტიურად ჩაერთნენ.

პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სკოლისგან სიგელები გადაეცათ. 

დირექციის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203