საათობრივი ბადე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ახალი ესგ-ს მიხედვით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. უკვე ცნობილია სიახლეები, რომელიც საჯარო სკოლებს შეეხოთ. მათ შორის აღასანიშნავია სასკოლო საათობრივი ბადესთან დაკავშირებით სამინისტროს მიდგომა. ცვლილებების მიხედვით,
საათობრივი ბადე, რომელიც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მოცემული მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. უწყების განცხადებით, სკოლა თავად განსაზღვრავს სასკოლო საათობრივ ბადეს შესაბამისი დასაბუთებით მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საათობრივი ბადის გათვალისწინება სავალდებულო არ არის გთავაზობთ, სარეკომენდაციოდ მოცემულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სკოლებს შეუძლიათ იხლემძღვანელონ.
სარეკომენდაციო საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის
დოკუმენტში თითოეულ საფეხურს დართული აქვს შენიშვნა, რომლიც უნდა გაითვალისწინოთ:
დაწყებითი საფეხური
შენიშვნა:
- I კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლა თავად წყვეტს; თუ სკოლა ასწავლის კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათემატიკას ეთმობა კვირაში 4 საათი.
- II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ 1-საათიანი კვირეული დატვირთვით 2022-2023 სასწავლო წლიდან ხდება სავალდებულო.
- I და II კლასებში სკოლისთვის საგანი „ჭადრაკი“ იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.
- V და VI კლასებში საგანში “ქართული ენა და ლიტერატურა“ ენის სწავლებას უნდა დაეთმოს ცალკე საგაკვეთილო საათი, რომლის რაოდენობას პედაგოგი განსაზღვრავს კლასის საჭიროების მიხედვით.
საბაზო საფეხური:შენიშვნა
VII-IX კლასებში საგანში „ქართული ენა და ლიტერატურა“ ენის სწავლებას უნდა დაეთმოს ცალკე საგაკვეთილო საათი, რომლის რაოდენობას პედაგოგი განსაზღვრავს კლასის საჭიროების მიხედვით.
საშუალო საფეხური:
საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე XII კლასისთვის ამოქმედდება 2024-2025 სასწავლო წლიდან.
შენიშვნა:
- X-XII კლასებში საგანში „ქართული ენა და ლიტერატურა“ ენის სწავლებას უნდა დაეთმოს ცალკე საგაკვეთილო საათი, რომლის რაოდენობას პედაგოგი განსაზღვრავს კლასის საჭიროების მიხედვით.
- მოსწავლემ X კლასში სახელოვნებო ბლოკის ორი პროექტიდან უნდა აირჩიოს ერთ-ერთი პროექტი: ან სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ან მუსიკაში; თუ X კლასში აირჩია პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, XI კლასში (მომდევნო სასწავლო წლიდან) აირჩევს პროექტს მუსიკაში ან პირიქით.