ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს
18-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს.
იმიტირებული შემთხვევის ადგილის დათვალიერება ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და ბორჯომის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკოლაში მოეწყო.
„შემთხვევის ადგილი“ პროკურორმა, სკოლის მოსწავლეებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა ერთობლივად მოაწყვეს და შეისწავლეს.
მოსწავლები უშუალოდ გაეცნენ დათვალიერების თავისებურებებს, ფოტოფრაფირებას, ნიმუშების აღებას, თითის კვლების აღმოსაჩენად შესაბამისი საგნების დამუშავებას და სხვა მოქმედებებს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს პროკურორმა და ექსპერტ-კრიმინალისტმა უპასუხეს.
ღონისძიება მოზარდებში სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. იხილეთ ფოტოები