გორის N4 საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები საჩუქრებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
18-05-2018
გორის N4 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნინი სამნიაშვილი და მე-12 კლასის მოსწავლე ლევან მახათაძე „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისთვის საჩუქრებით და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში გორში „ერეკლეს აბანოს“ საგამოფენო სივრცეში მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გორის კულტურის ცენტრში კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. ცენტრის ჰოლში გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები გამოიფინა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნეიდერმა და მისმა კოლეგამ, მისიის შესახებ მოხსენება წარმოადგინეს, რის შემდეგაც დამსწრე მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის ვიქტორინა გაიმართა. 

საუკეთესო და აქტიურ მონაწილეებს, მათ შორის გორის N4 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203