„მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ - ბოგვის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
18-05-2018
ბოგვის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“ გაიმართა.
ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა აბულაძემ გაუწია.
სკოლის აღსაზრდლება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მწერლის შემოქმედებიდან ციტატები და პუბლიცისტური წერილები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებისთვის ილია ჭავჭავაძის შემოქმედების უკეთ გაცნობას და მოზარდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად.