ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტების - შემაჯამებელი, საკლასო და საშინაო დავალებების სავალდებულოობის გაუქმებამ, საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია; აღნიშნულ საკითხზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ტელევიზიით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
გაუქმდა შემაჯამებელი, საშინაო და საკლასო დავალებები - ცვლილება ესგ-ში
„ეროვნული სასწავლო გეგმის დოკუმენტში მკაცრად იყო გაწერილი განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტები: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებები; დღევანდელი რეგულაციით, განმსაზღვრელი შეფასება რჩება ძალაში და ეს სავალდებულოა, თუმცა მოსწავლის განმსაზღვრელი შეფასებისთვის რა კომპონენტს გამოიყენებს: საკლასო წერას, საშინაო დავალებას, შემაჯამებელს, დიაგნოსტრებას, პროექტს... ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდა - ყველა ცვლილება ცნობილია
ასე რომ, განმსაზღვრელი შეფასება არის სავალდებულო, თუმცა სკოლა კომპონენტების საკითხში არის თავისუფალი, თავად განსაზღვრავს მას და ასახავს სასკოლო გეგმაში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.