საჯარო სკოლების სრული ჩამონათვალი, რომელთა საკითხსაც საბჭო 2 დეკემბრამდე განიხილავს
24-11-2023

2 დეკემბრამდე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამი სხდომა ჩატარდება, სადაც გადაწყდება 30 სკოლის საკითხი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები ონლაინრეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით წარიმართება.

27 ნოემბერს, 16:00 საათზე საბჭო პირველი სვირის, ახალდაბის, თხინვალის, ზედა საქარის, ზარზმის, წალენჯიხის N4, უწერის, ნაქალაქევის, ტყიბულის N2, თბილისის №195 საჯარო სკოლების ავტორიზაციას განიხილავს;

29 ნოემბერს მოხდება თბილისის №20, ფოთის №3, ფოთის №11, მერჯევის, დედოფლისწყაროს №2, თბილისის N86, თბილისის N144, ღორთუბნის, ოშორის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხის განხილვა, ხოლო 1-ელ დეკემბერს განხილვა შეეხება თბილისის N39, ზუგდიდის N5, ვერტყვიჭალის, ნიგვზიანის, ლესის, თბილისის №213, ხიდისთავის, თბილისის N150, თბილისის N107 და ჩხიკვთას საჯარო სკოლებს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203