იმატებს საბაზო ხელფასი - ხომ არ უქმდება სტატუსის დანამატი? - რას ამბობდა მინისტრი
03-04-2024
მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის დეტალები კვლავ უცნობია, არადა პედაგოგები განმარტებებს ელოდებიან. ბუდოვანია ბევრი ნიუანსი და პასუხგაუცემელი კითხვაც უხვად დაგროვდა: კვლავ ორ ნაწილად ჩაერიცხებათ თუ არა ანაზღაურება? სტატუსის დანატი იქნება თუ ერთიანი სისტემა შემუშავდება? ვისაც არასრული საათობრივი დატვირთვა აქვს, როგორ მოემატება ხელფასი... და ა.შ.

სანამ ყველა დეტალი ცნობილი გახდება, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge გთავაზობთ იმ განმარტებას, რომელიც განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, გარკვეული პერიოდის წინ ბრიფინგზე გააკეთა:

მინისტრმა აღნიშნა, რომ პედაგოგებს ანაზღაურება 1-ელი ივლისიდან მოემატებათ; ასევე დააკონკრეტა, რომ საუბარია არა სტატუსის დანამატზე არამედ, საბაზო ხელფასზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტატუსის დანამატი აღარ იარსებებს:

„გვინდა ღირსეული ხელფასი მივცეთ ყველას, მიუხედავად სტატუსისა. ბუნებრივია, სტატუსის დანამატები და განსხვავება იარსებებს, მაგრამ ჩვენი მიზანია, როგორც თავად მასწავლებლები ამბობენ, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მათი საბაზო ხელფასი, სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ამილახვარმა.

მასწავლებლების ახალი სახელფასო ფორმულიდან გამომდინარე, დანამატი 8 ლარით გაიზრდება - რომელი სკოლების პედაგოგებზე ვრცელდება კანონი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203