გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-05-2018
გორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ ქსელურ პროექტში - „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ აქტიური მონაწილეობისთვის მე-2 ხარისხის დიპლომით დააჯილდოვა. სკოლის პედაგოგ ვერიკო სებისკვერძეს კი სერტიფიკატი გადაეცა.
ქსელური პროექტი -„ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციამ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის განახორციელა.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოსწავლეებში ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება იყო. იხილეთ ფოტოები