კერძო სკოლა „განათლებაში“ ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციაზე ისაუბრეს
18-05-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ განსხვავებული ფორმატის ინგლისური ენის გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი მე-10 კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა, ფილოლოგმა და აკადემიურმა დოქტორმა თამარ დიასამიძემ ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა „ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ასპექტები“ იყო. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტიპები და მათი როლი, რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ კომუნიკაციას და რაში გვეხმარება არავერბალური ნიშნების ცოდნა.

მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურათშორის ურთიერთობებს. 

გაკვეთილის ბოლოს გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203